რეზონანსი
30.08.2018

 (რეზონანსი) ქობულეთი-ბათუმის დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგაო შემთხვევის შედეგად რვა ადამიანი, მათ შორის ორი მცირეწლოვანი დაშავდა.

ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცავები.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ქობულეთის საავადმყოფოში გადაიყვანა. ჯერჯერობით უცნობია რა დაზიანებები აქვთ მიღებული დაშავებულებს. მათ მოსანახულებლად საავადმყოფოში აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე მიემგზავრება.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×