რეზონანსი
30.08.2018

 (რეზონანსი) ხაშურში, სოფელ ცედანთან ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ავიაცია ჩაერთვება. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მიიღეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერტმფრენი უკვე გზაშია.

სტიქიის ზონაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, შალვა ხუციშვილი იმყოფება.

„ქარია და სწრაფად იცვლის მიმართულრბას, ამიტომ უფრო ეფექტურიად და სწრაფად რომ მოხდეს ხანძრის ჩაქრობა, მაგიტომ იქნა მიღებული გადაწყვეტილება,"- განაცხადა ხუციშვილმა.

სოფელ ცედანთან 10 ჰექტრამდე ტყეს კვლავაც ცეცხლი უკიდია.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×