რეზონანსი
30.08.2018

 (რეზონანსი) პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი ასათიანი, რომელიც ფეისბუქზე რამდენიმე დღეა საარჩევნო დაპირებებს იძველა, არ არსებობს.

ფეისბუქზე გიორგი ასათიანის სახელით დარეგისტრირებულ მომხმარებელს რუმინელი პოლიტიკოსის, იონ ტომასის ფოტო აქვს გამოყენებული.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ პრეზიდენტობის მსურველ ადამიანებს შორის მსგავსი კანდიდატი ამ დრომდე არ იძებნება.

ცნობისთვის, გიორგი ასათიანი მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში, დამამთავრებელ კლასებში გოგონებს ქალიშვილობის მოწმობების დარიგებას ჰპირდება. ასათიანი თვლის, რომ „ქალი უბიწოდ უნდა ჩაბარდეს მომავალ მეუღლეს".

მან რამდენიმე საათის წინ კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ის, პრეზიდენტად გახდომის შემთხვევაში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ბიუსჰალტერის გარეშე სიარულს აკრძალავს.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×