რეზონანსი
30.08.2018

 (რეზონანსი) საფრანგეთის პრემიერმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა ხელი მოაწერეს განკარგულებას, რომლის მიხედვით, 23 აგვისტოდან საფრანგეთის მოქალაქედ აღარ ვითვლები, - ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დღეიდან ის ორმაგი მოქალაქეობის მქონე აღარ არის.

„დღევანდელი დღე ჩემთვის სხვანაირი დღეა. დღეიდან აღარ ვარ ორმაგი მოქალაქე. საფრანგეთის პრემიერმა და შს მინისტრმა ხელი მოაწერეს განკარგულებას, რომლის მიხედვით 23 აგვისტოდან აღარ ვითვლები საფრანგეთის მოქალაქედ", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა გამართულ პრესკონფერენციაზე.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×