რეზონანსი
30.08.2018

 (რეზონანსი) ხაშურში, სოფელ ცედანში გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესში პირველად ჩართულია ტყის სახანძრო სპეცმანქანები. ურთულეს რელიეფზე ახალ სახანძრო მანქანებს ტყის მასივში წყლის მარაგი გადააქვთ.

ხანძრის ქრობის პროცესში უკვე ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, რომელმაც ტყის მასივში 15 შემოვლა განახორციელა.

„ადგილზე რჩება 220 მეხანძრე-მაშველი. ხანძრის ქრობის პროცესში ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 30-კაციანი შემადგენლობა", - ნათქვამია საგანგებო სიტოაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×