რეზონანსი
30.08.2018

 (რეზონანსი) UEFA-მ საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანს გურამ კაშიას ფეისბუქზე ვიდეორგოლი მიუძღვნა. კაშიამ წელს ფეხბურთში თანასწორობის მხარდაჭერისთვის UEFA-ს პირველი ჯილდო (#EqualGame) მიიღო.

როგორც UEFA-ს გვერდზეა ნათქვამი, #EqualGame-ის პრემია წელს პირველად გაიცემა და ის მიმართულია იმ ფეხბურთელის წასახალისებლად, რომლებიც ევროპულ ფეხბურთში ინკლუზიურობას, მრავალფეროვნებასა და ხელმისაწვდომობის პოპულარიზაციას უჭერენ მხარს.

„როდესაც სთხოვეს ცისარტყელას სამკლაური გაეკეთებინა ლგბტ პირთა მხარდასაჭერად, მას არ უყოყმანია, თუმცა ყველა არ თანხმდება ამ არჩევანს. ზოგიერთმა მისთვის ეროვნული ნაკრების კაპიტნობის ჩამორთმევა მოთხოვა. პრესის და სოციალური მედიის სამიზნედ იქცა, მაგრამ გურამმა თავის ღირებულებებს არ უღალატა. უეფამ გურამ კაშია თანასწორობის პრიზით დააჯილდოვა", - ნათქვამია UEFA-ს მიერ დამზადებულ ვიდეოში.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×