რეზონანსი
30.08.2018

 საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე, ქართველების მიერ, იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრის მშობლების სახლის გაქურდვის ფაქტს ეხმიანება:

“ძალიან ცუდი ამბავი. თუ ეს ბრალდებები დაუმტკიცდებათ ეს იქნება ძალიან ცუდი!  ერთია, რომ ეს ნაძირლები საზოგადოების წურბელები არიან და მეორეა, რომ იმავდროულად არიან ყველანაირად ნამუსგარეცხილები, ფეხებზე ჰკიდიათ თავიანთი თანამემამულეების, ქართველი ემიგრანტების ბედ-იღბალი.

იტალიის შს მინისტრის დედა გაქურდეს! იმ კაცს მიადგნენ პირდაპირ, ვისზეც დიდადაა დამოკიდებული ემიგრანტების, განსაკუთრებით უსაბუთო ემიგრანტების ბედიღბალი. ამაზე დიდ მტრობას მათ წინააღგმდეგ ვერავინ ჩაიდენდა. 

ჩემი აზრით, ქართულმა ემიგრაციამ, თავისი მხრიდანაც აუცილებლად ორგანიზებული, ადეკვატური, (პოლიტიკის და სპეკულაციების გარეშე, ) მკაცრი რეაგირება უნდა მოახდინოს ამ ამაზრზენ ფაქტზე.

როგორ და რა ფორმით , ეს თავად უნდა გადაწყვიტონ. ჩვენ რას ვაკეთებთ? იმაზე მსჯელობას გადავყევით ლამის, თუ რა მკლავსაბნევი გაიკეთა კაშიამ. კაშია “გვარცხვენს ” და ეს ნაძირლები არა?" – აცხადებს ზვიად კვაჭანტირაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×