რეზონანსი
30.08.2018

 საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის, ჯანმრთელობის მდგომაროება კვლავაც მძიმეა. ყოფილ პრემიერს ჯანმრთელობის პრობლემები ბოლო ერთია თვეა, აწუხებს, რის გამოც ჰოსპიტალიზაციაც გახდა საჭირო.

„ჰქონდა სასუნთქი გზების მწვავე ანთებითი პროცესი. ასევე, აქვს სხვა ტიპის პრობლემები ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, რაზეც ამ მომენტში არ შემიძლია, მე ვისაუბრო დიაგნოზზე. იგი იქნა სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანილი თავად ადმინისტრაციის მიერ. უფრო მეტიც, მისი გაყვანა გახდა საჭირო მეორედაც უკვე სხვა კლინიკაში და ჩაუტარდა გამოკვლევები. ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს მედიკამენტოზური მკურნალობა. შესაბამისად, თუ ამ მკურნალობამ შედეგი არ გამოიღო, შემდეგ კიდევ გახდება საჭირო გამოკვლევებისთვის მისი გაყვანა,“ - განაცხადა ვანო მერაბიშვილის უფლებადამცველმა გიორგი ჩივიაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×