რეზონანსი
30.08.2018

 თბილისში, სოფელ დიღომში მაშველებმა ჭაში ჩავარდნილი ძროხა ამწით დახმარებით ამოიყვანეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დიდგორის ქუჩაზე მცხოვრებმა ერთ-ერთმა მოქალაქემ მაშველების დახმარება მას შემდეგ ითხოვა, როდესაც აღმოაჩინა, რომ მისი შინაური ცხოველი სახლში არ დაბრუნდა, მოგვიანებით კი ჭაში ჩავარდნილი იპოვა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, შინაური ცხოველი მაშველებმა უვნებლად ამოიყვანეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×