რეზონანსი
30.08.2018

 ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ ბინადრობასთან დაკავშირებული რეგულაციების გამკაცრება საქართველოს და მისი მოქალაქეების ინტერესებზეა მორგებული.

„ამ ძალიან საჭირო და დროული ინიციატივის ძირითადი არსი იმაში მდგომარეობს, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის ასაღებად 35 000 აშშ დოლარის ნაცვლად, დასჭირდება 100 000 აშშ დოლარზე მეტი უძრავი ქონების შეძენა. ამის გარდა უცხოელი, ქონების სხვა პირისათვის გადაცემის შემთხვევაში ბინადრობის უფლებას საერთოდ დაკარგავს. ამავე დროს ხუთწლიანი ბინადრობის ნებართვის მისაღებად უცხო ქვეყნის მოქალაქემ საქართველოში უნდა განახორციელოს მინიმუმ 300 000 აშშ დოლარის ინვესტიცია და მისი წლიური ბრუნვა მინიმუმ 120 000 აშშ დოლარს უნდა შეადგენდეს“, - განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, კანონპროექტის შესაბამისად, აღმოიფხვრება კანონში დღემდე არსებული ხარვეზები, რომლებიც იძლეოდნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ სხვადასხვა მანიპულაციის შესაძლებლობებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×