
"მე ვარ ბიზანტიის იმპერატორის ანდრონიკ კომნენოსის შთამომავალი, დედაჩემის მხრიდან. ერთმა მითხრა, რად გინდათ თქვენ ეს ყველაფერი, კინოები გადაიღეო, მე ვუთხარი: სისხლი მაწუხებს-თქო. გენეტიკურად მაქვს საშუალება, რომ რაღაცას ვუხელმძღვანელო", - ეს განცხადება რეჟსორმა და ახლა უკვე საპრეზიდენტო კანდიდატმა გიორგი შენგელაიამ 2020news-თან გააკეთა.
მისი თქმით, არჩევნებში უკონკურენტოა და გამარჯვების ყველაზე დიდი შანსი აქვს. შენგელაია ასევე ამბობს,რომ გაზრდის პენსიებს, ეს ყველაზე მარტივი საქმეა.
“პენსიების გაზრდა ძალიან ადვილი საქმეა. მე რომ დავჯდები პრეზიდენტის კაბინეტში, ამ პრობლემას ზუსტად 3 დღეში მოვაგვარებ. ეს ვიღაც უსახური რომ ზის პარლამენტში, კობახიძეს ვგულისხმობ, ერთხელ რომ არ გაუღიმია საერთოდ, მოინდომა დაუსრულებლად იყოს თანამდებობაზე და ისეთი კონსტიტუცია დაწერეს, რომ ყველამ ზედ მოირგო”, - აცხადებს შენგელაია.