რეზონანსი
31.08.2018

 პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი, რეჟისორი გიორგი შენგელაია გააღიზიანა "ნიუპოსტის" ჟურნალისტის კითხვამ, თუ რატომ სურს პრეზიდენტობა.

"რატომ მინდა?! - მანქანა მინდა, კაბინეტი მინდა, ჯამაგირი მინდა დიდი. ასე დაწერე პირდაპირ... გაიგე?! რას მეკითხები შენ ვიღაცა ხარ, უკულტურო კაცი ხარ. რატომ მინდა და პატრიოტი კაცი ვარ, ჩემი ფილმები ნახე და გაიგებ რატომ მინდა" - განაცხადა გიორგი შენგელაიამ. 

მისი თქმით, ის ქვეყანაში შექმნილ მძიმე მდგომარეობას გამოასწორებს.

"კი ბატონო, გამოვასწორებ მაგ მდგომარეობას. გაიგე?! ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ერთად. ნატოსთან ერთად გამოვასწორებ ძალიან მალე. გამოვასწორებ პენსიონერების მდგომარეობას. მთავრობამ უნდა გააკეთოს და მოიხსნას დანამატები. დანამატები იმდენია, პენსიონერებს 20-20 ლარი დაემატება", - აღნიშნა შენგელაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×