რეზონანსი
31.08.2018

 (რეზონანსი) მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე სავაჭრო ფართი და კაფე დაიწვა. ხანძრის სწრაფ გავრცელებას საბურავების მაღაზიაში გაჩენილმა ცეცხლის კერამ შეუწყო ხელი. დამწვარია 200 კვ. მ. ფართი.

ხანძრის შედეგად მსუბუქი დაზიანება მიიღო 57 წლის მამაკაცმა, რომელსაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ აღმოუჩინა დახმარება.

ხანძარი ამ დროსითვის ლიკვიდირებულია. ადგილზე მობილიზებული იყო 5 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. უსაფრთხოების მიზნით ადგილზე რჩება მარნეულის სახანძრო ეკიპაჟი.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×