რეზონანსი
31.08.2018

 (რეზონანსი) ჟერარ დეპარდიეს ახალგაზრდა მსახიობის გაუპატიურებაში ადანაშაულებენ. როგორც ფრანგული მედია წერს, ფრანგ არტისტს 22 წლის ქალმა უჩივლა. მსხვერპლის სახელს მედია არ ამხელს. თავად დეპარდიე ყველა ბრალდებას უარყოფს.

როგორც მსახიობის ადვოკატი აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი აღიარებს, რომ ახალგაზრდა მსახიობს იცნობს, თუმცა ძალადობის ფაქტებს არ ადასტურებს.

ფრანგული მედიის ცნობით, ახალგაზრდა ქალი საჩივარში ყვება ორი ინციდენტის შესახებ, რომელიც წელს, აგვისტოში დეპარდიეს სახლში, რეპეტიციის დროს მოხდა. ჟურნალისტების ცნობით, დეპარდიე ახალგაზრდა მსახიობი ქალის მამის მეგობარია.

ცნობილმა ფრანგმა მსახიობმა ჟერარ დეპარდიემ 2013 წელს საფრანგეთი დატოვა და რუსეთში გადავიდა საცხოვრებლად. ამის მიზეზად მან საფრანგეთში მდიდრებისთვის დაწესებული მაღალი გადასახადები დაასახელა.

მოგვიანებით მან განაცხადა, რომ რუსეთი ძალიან უყვარს, თუმცა ცხოვრებას ბელგიაში აპირებს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×