რეზონანსი
31.08.2018

 (რეზონანსი) რუსეთში, ნიჟნი ნოვგოროდის ოლქის ქალაქ ძერჟინსკიში თავდაცვის მრეწველობის ქარხანაში აფეთქება მოხდა.

წინასწარი მონაცემებით, დაღუპულია სამი და დაშავებულია სამი ადამიანი. კიდევ სამი ადამიანის ბედი კი ჯერჯერობით უცნობია, სავარაუდოდ, ისინი ნანგრევების ქვეშ მოყვნენ.

აფეთქების შედეგად გაჩენილ ხანძარს მესამე დონის სირთულე მიენიჭა, ადგილზე მეხანძრეები მუშაობენ. ცეცხლი 100 კვადრატული მეტრის ფართობზეა გავრცელებული.

წინასწარი მონაცემებით, აფეთქების მიზეზი სამუშაოების შესრულების დროს უსაფრთხოების წესების დარღვევა გახდა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×