რეზონანსი
31.08.2018

 (რეზონანსი) „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ბოტკოველის განცხადებით, 73 საარჩევნო კომისიაში „ქართული ოცნების" გადაწყვეტილებებს მხარი „ევროპულმა საქართველომ" დაუჭირა.

„ნაციონალური მოძრაობა" „ევროპულ საქართველოს" სთხოვს, განმარტონ, რატომ ეხმარება ოპოზიციური პარტია „ქართულ ოცნებას" არჩევნების გაყალბებაში.

„29 აგვისტოს ჩატარებულ 73 საოლქო საარჩევნო კომისიაში ჩატარებულ სხდომას, დაფიქსირდა გამაოგნებელი ფაქტი - დავით ბაქრაძისა და „ევროპული საქართველოს" წარმომადგენლებმა კომისიის წევრებმა საოლქო საარჩევნო კომისიებში მხარი დაუჭირეს აბსოლუტურად ყველა გადაწყვეტილებას, რომელიც იქნა მიღებული საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ.

ეს გადაწყვეტილებები ეწინააღმდეგებოდა ინიციატივებს გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან და ასევე, ყველა ის გადაწყვეტილება, რომელიც საოლქო კომისიების მხრიდან ხელს შეუწყობს შემდგომში არჩევნების გაყალბების პროცესს. ეს ფაქტი, რა თქმა უნდა, საჭიროებს პასუხს, რომელიც უნდა გაგვცეს „ევროპულმა საქართველომ" - აცხადებს გიორგი ბოტკოველი.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×