რეზონანსი
31.08.2018

 (რეზონანსი) დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში დღეს გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა +27, +32, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში კი +26, +28 გრადუსამდე დაიკლებს. ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო იუწყება.

შედარებით გამოიდარებს დღისით, 1-ელ სექტემბერს- ჰაერის ტემპერატურა ორი გრადუსით მოიმატებს. 2 - 3 სექტემბერს ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის ძლიერი ქარი.

აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში სამ სექტემბრამდე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვაც.

ჰაერის ტემპერატურა +25, +30 გრადუსის ფარგლებში იქნება.

რაც შეეხება თბილისს, დედაქალაქში დღეს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 1 - 3 სექტემბერს შესაძლოა, ხანმოკლე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა +28, +30 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×