რეზონანსი
31.08.2018

 (რეზონანსი) ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ დასკვნის პირველ ეტაპზე მუშაობა დაასრულა. კომისიის თავმჯდომარის, სერგი კაპანაძის განცხადებით, კომისიის მუშაობის ფარგლებში დაიკითხა ყველა მხარე.

მისი თქმით, საქმეში იქნა გამოვლენილი კონკრეტული დარღვევები და საგამოძიებო კომისია საბოლოო დასკვნას პარლამენტს 20 სექტემბერს წარუდგენს.

მისივე თქმით, საგამოძიებო კომისიის მიერ მომზადებულ დასკვნაში საუბარია ყველა იმ თემაზე, რომელიც კომისიის საჯარო სხდომებზე განიხილეს, მათ შორის, საუბარია კონკრეტული თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხზე.

„ამ დასკვნაში ყველა ის საკითხი იქნება აღნიშნული, რომელზეც კომისიის მუშაობის ფარგლებში დისკუსია და საუბრები იყო, რაც საზოგადოებამ ძალიან კარგად ნახა. მათ შორის არის თემები, რომლებიც კონკრეტული თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხს ეხება. ბუნებრივია, ეს ყველაფერი დასკვნაში ასახული იქნება" - განაცხადა სერგი კაპანაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×