რეზონანსი
31.08.2018

 (რეზონანსი) თბილისის მერის კახი კალაძის განცხადებით, დედაქალაქში ღამის ეკონომიკის პროექტის ფარგლებში, პარასკევსა და შაბათს ღამის საათებში ავტობუსების დამატებითი რეისები დაინიშნება.

„თბილისში, ღამის ეკონომიკის პროექტის ფარგლებში პარასკევსა და შაბათს ღამის საათებში ავტობუსების დამატებითი რეისები დაინიშნება, პროექტის განხორციელება სექტემბრის შუა რიცხვებიდან დაიწყება.

ოქტომბერში ღამის ეკონომიკის საკითხებზე საერთაშორისო ფორუმი გაიმართება. ფორუმზე მოწვეული იქნებიან სხვადასხვა ქვეყნების ქალაქების ღამის მერები. ჩვენ ვიმსჯელებთ და ვისაუბრებთ, რა გაკეთდა სხვადასხვა ქვეყნებში ამ მიმართულებით, როგორი იყო მუნიციპალიტეტის ჩართულობა, რა პროექტებში მიიღეს მონაწილეობა" - აცხადებს კახი კალაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×