რეზონანსი
31.08.2018

 (რეზონანსი) მსოფლიო პატრიარქმა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭება გადაწყვიტა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში კიევის საპატრიარქოს პრესმიდვანი ევსტრატი წერს.

„პირველი ცნობები დღევანდელი მოლაპარაკებებიდან. პატრიარქმა კირილმა საწადელს ვერ მიაღწია", - წერს კიევის საპატრიარქოს პრესმდივანი.

მისივე თქმით, შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან გავიდა მიტროპოლიტი ემანუილი და უთხრა, რომ შეხვედრაზე რუსეთის პატრიარქს აცნობეს: „მსოფლიო პატრიარქმა უკრაინის ეკლესიაში დაყოფის გადალახვისა და ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო".

კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ოფიციალური განცხადება ამასთან დაკავშირებით ჯერ არ გაუკეთებია.

შეგახსნებთ, რომ რუსეთის პატრიარქი კირილი სტამბოლში მსოფლიო პატრიარქთან შესახვედრად დღეს ჩავიდა.

ბერძნული მედიის ცნობით, ოთხი საათის განმავლობაში გრძელდებოდა საუბარი მსოფლიო პატრიარქსა და რუსეთის პატრიარქს შორის უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით.

მოსკოვის პატრიარქმა მსოფლიო პატრიარქს შესთავაზა, ამ საკითხზე დიალოგი დაიწყოს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×