თამარ შუკვანი
31.08.2018

 საქართველოში ინფექციური ვირუსული დაავადების, წითელას საგანგაშო მომატება შეინიშნება. მიმდინარე წელი, დაახლოებით, 1330 შემთხვევას ითვლის. შარშანდელი სტატისტიკით კი წითელას მხოლოდ 100-მდე შემთხვევა შეიმჩნევა.

ამ არასახარბიელო მაჩვენებლით საქართველო მოწინავე ქვეყნების რიგში დგას; იგი ევროპის იმ 7 სახელმწიფოს შორისაა, სადაც წელს ყველაზე მეტი შემთხვევა იყო, ჩვენი ქვეყანა მესამე ადგილს იკავებს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით „რეზონანსი" დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილეს, პაატა იმნაძეს ესაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ აცრების წინააღმდეგ ანტიკამპანია მიმდინარეობს და თუკი მიდგომა არ შეიცვლება, სტატისტიკა არ შეიცვლება.

„სანამ ხალხი არ აიცრება, ასე იქნება; აცრა ყველასათვის არის ხელმისაწვდომი და უფასო. წინა წლებთან შედარებით საკმაოდ არის მომატებული წითელას შემთხვევები, - 1330-ზე მეტია დაფიქსირებული. შარშან კი მხოლოდ 100-მდე შემთხვევა იყო.

„ადამიანი უნდა აიცრას და არ უნდა ხდებოდეს აცრების ანტიკამპანია, რომელიც „ფეისბუქის" გარკვეულ ჯგუფებში მიდის. ამ შემთხვევაში ძირითადად, საუბარია მოზრდილებზე - ისინი ერთმანეთს აშინებენ," - განაცხადა პაატა იმნაძემ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×