რეზონანსი
31.08.2018

 (რეზონანსი) ჩვენს ქვეყანას არ აქვს ფუფუნება, რომ ექს-პრეზიდენტები თუ ექს-პრემიერები კერძო ცხოვრებაში იკეტებოდნენ, - ასე ეხმაურება „შენების მოძღაობის" პრეზიდენტობის კანდიდატი დავით უსუფაშვილი გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებას, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა.

„ვისურვებდი, რომ ქვეყნისათვის ძნელბედობის ჟამს, რაც შეიძლება მეტი გამოცდილი ადამიანი იყოს სახელმწიფოს სამსახურში აქტიურად ჩაბმული. გიორგი მარგველაშვილმა გადაწყვიტა არასაარჩევნო-არაპოლიტიკური გზით გააგრძელოს ეს სამსახური, რაც, რა თქმა უნდა, შესაძლებელია. თუმცა, ვთვლი, რომ ჩვენს ქვეყანას არ აქვს იმ ფუფუნების საშუალება, რომ ექს-პრეზიდენტები თუ ექს-პრემიერები კერძო ცხოვრებაში იკეტებოდნენ, ან კიდევ უარესი...

სკამის და თანამდებობის ავტორიტეტი შარშანდელ თოვლზე უფრო სწრაფად წარმავალია, ჩვენ კი მარადიულ ღირებულებაზე - ქართულ სახელმწიფოზე და სახელმწიფოებრივ ტრადიციებზე ვსაუბრობთ", - აცხადებს უსუფაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×