(რეზონანსი) საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტნის, გურამ კაშიას მიმართ გამოხატულ აგრესიას კალათბურთელი გიორგი ცინცაძე ეხმაურება და აცხადებს, რომ კაშიას გულშემატკივრობს და კალათბურთელის პოზიციაა, რომ ყველა ადამიანი თანასწორია.
„ჩემი პოზიციაა, რომ ყველა ადამიანი თანასწორია, მოკლედ რომ ვთქვათ. გურამ კაშიას ვგულშემატკივრობ ამ საკითხშიც და როგორც ფეხბურთელსა და საქართველოს ნაკრების მოთამაშესაც. არ ყოფილა საჭიროება, მაგრამ რომ ყოფილიყო, აუცილებლად დავუდგებოდი მხარში", - ამბობს ცინცაძე „ტაბულასთან".
კითხვაზე გაიკეთებდა თუ არა ლგბტ ადამიანებისა და თანასწორობის მხარდამჭერ სამკლავურს, კალათბურთელი პასუხობს.
„არ მიფიქრია მაგ თემაზე სიმართლე გითხრათ, მაგრამ გურამის ადგილზე რომ ვყოფილიყავი, გავიკეთებდი ალბათ".