ტატა შოშიაშვილი
31.08.2018

 სამხედრო ექსპერტი პაველ ფელგენგაუერი აცხადებს, რომ ამიერკვაკასიაში სიტუაცია საკმაოდ გართულებულია. მისი თქმით, უახლოეს მომავალში შესაძლოა ყარაბაღში შეიარაღებული დაპირისპირება დაიწყოს, რომელიც საქართველოსაც შეეხება. ამის შესახებ სამხედრო ექსპერტმა ტელეარხ RTVI-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ ეს სწორედ ის ფელგენგაუერია, რომელმაც 2008 წლის აგვისტოს ომამდე რამდენიმე დღით ადრე ამ ომის შესახებ წინასწარმეტყველური განცხადება გააკეთა.

"გარდაუვალია ის, რომ ეს კონფლიქტი საქართველოსაც შეეხება. ეს არის ქვეყანა, რომლის გავლითაც რუსეთს შეუძლია სომხეთთან სახმელეთო გზით დაკავშირება," - თქვა მან.

ექსპერტმა აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციას საკმაოდ დიდი პრობლემები აქვს სომხეთის ახალ პრემიერმინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან და ზოგადად, სომხეთის ხელისუფლებასთან. სწორედ ამიტომ რუსეთის პრემიერმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ საქართველოსა და სომხეთის სწრაფვა ნატო-ს, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპისკენ გამოიწვევს საშინელ ომს მთელ რეგიონში.

მისი თქმით, საქართველო ამირკავკასიაში უმნიშვნელოვანესი ქვეყანაა, რომელიც "ერთმანეთთან აკავშირებს სამივეს - ეს არის გასასვლელი ევროპაში. ერთადერთი გასასვლელი ევროპაში სომხეთისთვისაც და აზერბაიჯანისთვისაც,"- აღნიშნა პაველ ფელგენგაუერმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×