რეზონანსი
01.09.2018

ბოლო დროს შესანიშნავ ფორმაში მყოფმა ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა მორიგი დდი წარმატება მოიპოვა და რამდენიმე წუთის წინ ამერიკის ღია პირველობის 1/16 ფინალში არგენტინელ გვიდო პელა დაამარცხა ანგარიშით - 6:3, 6:4, 1:6, 7:6. ბასილაშვილს მხოლოდ მესამე სეტში შეხვდა მეტოქისგან წინააღმდეგობა. დანარჩენი მთელი მატჩი მისი კარნახით მიდიოდა. სხვათა შორის, არგერინელმა ჩოგბურთელმა მეორე სეტში სიმწრისგან საკუთარ ჩოგანზე იყარა ჯავრი და იგი კორტზე დაამტვრია.

ქართველი ჩოგბურთელი დიდი სლემის ტურნირის მერვედფინალში პირველად გავიდა, სადაც ესპანელ რაფაელ ნადალსა და რუს კარენ ხაჩანოვს შორის მოგებულს შეხვდება. სხვათა შორის, მათი დაპირისპირება ამ წუთებში მიმდინარეობს და ჯერჯერობით უტიტულოვანესი ესპანელი მარცხდება - 5:7, 4:5

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×