რეზონანსი
01.09.2018

 საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფკავშირმა ორშაბათს აქცია დაგეგმა. როგორც პროფკავშირის ხელმძღვანელი ნინო ზაუტაშვილი აცხადებს, 150-მდე თანამშრომელმა მიმდინარე კვირაში მენეჯმენტისაგან სამუშაო რეჟიმისა და შრომის ანაზღაურების ფორმის შეცვლის შეთავაზება მიიღო.

"შეთავაზების მიხედვით იცვლება დასაქმებულების სამუშაო რეჟიმი და კონკრეტულ პოზიციებზე ამ პირებისთვის შრომის ანაზღაურების ფორმა. თვიური მოჭრილი ხელფასის ნაცვალად მათ სთავაზობენ საჭიროების შემთხვევაში გამოძახების პრინციპით მუშაობას და ანაზღაურებას, რომელიც შესრულებული სამუშაოს მიხედვით განისაზღვრება. შეთავაზებაში გაწერილი არ არის ყოველთვიურად შესასრულებელი სამუშაოს ზღვრული ლიმიტი და გრაფიკი, ხოლო ტელევიზიის ადმინისტრაცია არ იძლევა იმის გარანტიას, რომ თუნდაც ერთხელ მაინც გამოიძახებს რომელიმე თანამშრომელს სამსახურში“, - აცხადებს ზაუტაშვილი. შესაბამისად, ორშაბათს, 3 სექტემბერს, 13.00 საათზე პირველი არხის შენობასთან იგეგმება გამაფრთხილებელი აქცია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×