საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი კონსტანტინე გამსახურდია ეხმისნებს რეჟისორ გიორგი შენგელაიას განცხადებას ზვიად გამსახურდიას შესახებ:
"ჯერ ამის თვალებს შეხედეთ, ფსიქიურად ნორმალურია ეს? ნეტარხსენებული ავლიპის მეტი ვინ უშველიდა ამას, მაგრამ რუსთაველისა არ იყოს, მკვდარია ქართული ფსიქიატრიული სკოლის დამფუძნებელი და ვის უნდა მიმართო…
ეს რომ "ფსიხი" და არანორმალური იყო, იქიდან ჩანდა, რომ 6 იანვრიდან სულ რაღაც 2-3 დღეში, როდესაც მთავრობის სახლი ჯერ კიდევ ბოლავდა, ჩაქანდნენ ერევანში ეს და ხაინდრავა კიდევ ერთ-ორ შავხროველთან ერთად და ტერ-პეტროსიანთან დაიწყეს ვაჭრობა კანონიერი პრეზიდენტის გადმოცემაზე.
თან რომ ბოდავს და თან უტიფრად გვატყუებს, თითქოს ცოცხალი არ იყოს ხალხი, რომელიც მომსწრეა, როგორ სინჯავდნენ ჯერაც 21 დეკემბერს მთავრობის სასახლიდან პირველი გასროლის სცენარს" - წერს გამსახურდია.