რეზონანსი
01.09.2018

 პირობის დარღვევის შემთხვევაში, სესხზე ყოველდღიური ხარჯის მაქსიმალური მოცულობა მცირდება. ეს არის ერთ-ერთი დღეს ამოქმედებული სიახლეებიდან საფინანსო ბაზარზე, რომლებიც საპროცენტო განაკვეთისა და სესხზე ხარჯის შემცირებას ითვალისწინებს.

სიახლის თანახმად, მაგალითად, თუ სესხის ნარჩენი ძირითადი თანხა 1 000 ლარია, დარღვევის შემთხვევაში, სესხზე ყოველდღე მაქსიმუმ 0.41 პროცენტი ემატებოდა – 4.1 ლარი. ახალი წესით, ეს ოდენობა 0.27 პროცენტამდე – 2.7 ლარამდე მცირდება, რასაც შეიძლება, ერთჯერადი 20 ლარი დაემატოს.

მაგალითად, ერთთვიან ვადაგადაცილებაზე სესხის ხარჯი ძველი წესით მაქსიმუმ 123 ლარი იყო, ახალი წესით კი, მაქსიმუმ 101 ლარი იქნება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×