რეზონანსი
01.09.2018

დეა გოშხეთელიანის ყოფილ მეუღლეს 1 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში "გოშხეთელიანი-ბაკურაძის" საქმის განხილვა დასრულდა. მოსამართლე მურთაზ კაპანაძემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. ბრალდებულ გრიგოლ ბაკურაძეს ერთი წლითა და ცხრა თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მოსამართლის თქმით, რვა თვე, რომელიც ბაკურაძემ პატიმრობაში უკვე გაატარა, სასჯელს მოაკლდება. 

გრიგოლ ბაკურაძის ადვოკატის განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციოში გასაჩივრდება. 

პროცესს არ ესწრებოდა დეა გოშხეთელიანი. 

22 წლის დეა გოშხეთელიანი ყოფილ მეუღლეს მასზე ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. შემთხვევა მიმდინარე წლის 3 იანვარს მოხდა. მეუღლეზე ძალადობაში ბრალდებული ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 3 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა. პირველი ინსტანციის აღნიშნული გადაწყვეტილება პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა და ბაკურაძეს პატიმრობა შეეფარდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×