რეზონანსი
01.09.2018

 (რეზონანსი) ტერმინი „შავი სია" უქმდება და მომხმარებელთა საკრედიტო ისტორიის წარმოების წესი იცვლება, - ეს არის ერთ-ერთი დღეს ამოქმედებული სიახლეებიდან საფინანსო ბაზარზე, რომლებიც საპროცენტო განაკვეთისა და სესხზე ხარჯის შემცირებას ითვალისწინებს.

სიახლის თანახმად, სესხის ვადაგადაცილების შემთხვევაში, მოქალაქეებს აღარ მიენიჭებათ ნეგატიური საკრედიტო სტატუსი. საფინანსო ორგანიზაციები მხოლოდ იმას შეამოწმებენ, როგორ იხდიდა მსესხებელი დავალიანებას და შეაფასებენ, დასაშვებია თუ არა მასზე ახალი სესხის გაცემა.

ამასთან, საკრედიტო-საინფორმაციო ბიუროების მუშაობა ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ ექცევა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×