რეზონანსი
01.09.2018

 (რეზონანსი) "ეს არჩევნები არ არის ჩემი შანსების გაზომვის შანსი, ეს არის ჩვენი შანსების გაზომვის შანსი, თუ რამდენად შეგვიძლია ქვეყანა წავიყვანოთ წინ ერთად თანამოაზრეებმა", - ამის შესახებ "შენების მოძრაობის" ლიდერმა და საპრეზიდენტო კანდიდატმა დავით უსუფაშვილმა, გადაცემა "თავისუფალ სივრცეში" განაცხადა.

"მე ჩემს შანსებზე არ ვსაუბრობ ამ არჩევნებში, მე ვსაუბრობ ჩვენს შანსებზე. "ჩვენში" მე ვგულისხმობ, პირველ რიგში ჩვენს თანამოაზრეებს, რომლებიც ქართულ სახელისუფლებო მშენებლობაში ვმონაწილეობთ და არ დავღლილვართ, გვაქვს იმედი, რწმენა, რომ მეტი გვჭირდება და მეტი შეგვიძლია ჩვენს სამშობლოში, მაგრამ ვინც პრეზიდენტისგან ელის ხვალვე მაღალ პენსიებს, მე ნუ მომცემს ხმას, ეს ხვალ არ მოხდება. მე შევეცდები და გავაკეთებ ყველაფერს იმისთვის, რომ 6 წლის განმავლობაში, ამ ქვეყანაში დალაგდეს ცხოვრება. პენსია მუდმივად იზრდებოდეს, სამუშაო ადგილები მუდმივად იზრდებოდეს და მუდმივად წინ მივდიოდეთ მრავალპარტიულ დემოკრატიულ სისტემაში", - განაცხადა უსუფაშვილმა.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს ტარდება.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×