რეზონანსი
01.09.2018

 (რეზონანსი) აფხა­ზეთ­ში, თბი­ლი­სის "დი­ნა­მოს" ცნო­ბი­ლი მე­კა­რის, ვალ­ტერ სა­ნა­ი­ას შვი­ლი გაიატაცეს. გენადი სანაია ბიზნესმენია.

აფხა­ზე­თის ე.წ. გენპ­რო­კუ­რო­რის თა­ნა­შემ­წის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლებ­ლის დარუ ამიჩ­ბას თქმით, აღ­ძრუ­ლია სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე - ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბი­თა და მუ­ქა­რით, ადა­მი­ა­ნის ჯგუ­ფუ­რი გა­ტა­ცე­ბის მუხ­ლით.

Ambebi.ge - ს ინფორმაციით, 75 წლის ბიზ­ნეს­მე­ნი ქვე­მო ეშე­რი­დან ავ­ტო­მან­ქა­ნით გა­ი­ტა­ცეს და მისი გა­ტა­ცე­ბის შემ­დეგ, რა­ი­მე ვერ­სი­ე­ბი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის ან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­ნაც­ვლოდ მო­თხოვ­ნე­ბის შე­სა­ხებ, არ ვრცელ­დე­ბა.

აფხა­ზე­თის დე-ფაქ­ტო ლი­დერ­მა რაულ ხა­ჯიმ­ბამ რამ­დე­ნი­მე დღის წინ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან შეხ­ვედ­რი­სას ამ თე­მა­ზე აღ­შფო­თე­ბულ­მა ისა­უბ­რა და მე­დი­ას და­პირ­და, რომ "გა­მო­ძი­ე­ბა ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებ­და, რომ ბიზ­ნეს­მე­ნი უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო..."

ცნო­ბი­ლი ბიზ­ნეს­მე­ნის გა­ტა­ცე­ბის ფაქ­ტზე, ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას კი­დევ ერთხელ გა­და­უ­ა­რა პრო­ტეს­ტის ტალ­ღამ, მათი თქმით, უმ­ძი­მე­სი სო­ცი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბის გამო, ყვე­ლა­ნა­ი­რი ღირ­სე­ბა და­ი­კარ­გა.

სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში სა­უბ­რო­ბენ და­უს­ჯე­ლო­ბის სინ­დრო­მის გამო, რე­გი­ონ­ში კრი­მი­ნო­გე­ნუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის დამ­ძი­მე­ბა­ზე.

"რამ­დე­ნი­მე დღის წინ, სო­ხუმ­ში, უზ­ბე­კე­თის მო­ქა­ლა­ქემ, 1989 წელს და­ბა­დე­ბულ­მა მუ­როდ ხა­ი­და­როვ­მა ორი არას­რულ­წლო­ვა­ნი აფხა­ზი გო­გო­ნას გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა სცა­და... ხალ­ხის ძა­ლის­ხმე­ვა რომა რა, არა­ვინ იცის რა მოხ­დე­ბო­და, ესე­ნი კი, ვე­რა­ფერს აკე­თე­ბენ, ტუ­რიზ­მი უნდა გან­ვა­ვი­თა­რო­თო და ყვე­ლა ჯუ­რის ადა­მი­ანს უხ­სნი­ან გზას... ტუ­რის­ტე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო არა­ფე­რი გვაქვს, მაგ­რამ რო­დე­საც ხე­და­ვენ, რომ აქ ფუ­ლით ყვე­ლაფ­რის მოგ­ვა­რე­ბა შე­იძ­ლე­ბა, აქა­უ­რო­ბა დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის თავ­შე­საფ­რად იქცა..." - წე­რენ აფხა­ზე­ბი.

 

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×