(რეზონანსი) "ამ დამამძიბელი გარემოების გათვალისწინებით ვფიქრობ 1 წელი და 9 თვე ძალიან მცირე სასჯელია" - ამის შესახებ დეა გოშხეთელიანმა სოციალურ ქსელში დაწერა.
22 წლის დეა გოშხეთელიანი ყოფილ მეუღლეს მასზე ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. შემთხვევა მიმდინარე წლის 3 იანვარს მოხდა. მეუღლეზე ძალადობაში ბრალდებული ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 3 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა. პირველი ინსტანციის აღნიშნული გადაწყვეტილება პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა და ბაკურაძეს პატიმრობა შეეფარდა.
"დღეს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო ყველა წარდგენილ ბრალში, ჩემი ყოფილი მეუღლე,გრიგოლ ბაკურაძე,დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ დანაშაულში. სასჯელად განესაზღვრა 1 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.
როდესაც მეუღლეს სცემ 2 არასრულწლოვანი ბავშვის თანდასწრებით, ასევე სცემ მეუღლის მამას - ამ დამამძიბელი გარემოების გათვალისწინებით ვფიქრობ 1 წელი და 9 თვე ძალიან მცირე სასჯელია.
მე ასევე იმედი მაქვს,რომ ჩემი ყოფილი მეუღლე,მიუხედავად ამ მცირე პერიოდისა გაიაზრებს და დაფიქრდება საკუთარ დანაშაულზე.
მადლობა ყველას,ვისაც სჯეროდა ჩემი სიმართლის,ეჭვიც არ ეპარებოდა ჩემში და იდგა ჩემს გვერდით თუნდაც ერთი გამამხნევებელი მესიჯითაც კი". - განაცხადა დეა გოშხეთელიანმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე