რეზონანსი
01.09.2018

 (რეზონანსი) 5 სექტემბრამდე საქართველოს უმეტეს რაიონებში უნალექო ამინდი იქნება.საქართველოს ცაკლეულ რაიონში შესაძლებელია ხანმოკლე, მცირე წვიმა. კერძოდ, 3 სექტემბერს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში შესაძლოა იწვიმოს.

ამასთან, 3-4 სექტემბერს ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, რომლის სიჩქარე 17-22 მ/წ-ში იქნება.

5 სექტემბრამდე შავი ზღვის სანაპირო რაიონებში ჰაერის ტემპერატურა დღისით 28-30 გრადუსის ფარგლებში იქნება; დასავლეთ საქართველოს დაბლობში - დღისით ჰაერის ტემპერატურა 29-34 გრადუსი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში - 25-30 გრადუსის ფარგლებში იქნება.

5 სექტემბრამდე თბილისში ძირითადად უნალექო ამინდი შენარჩუნდება, თუმცა შესაძლებელია ღამისა და საღამოს საათებში იყოს მცირე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დღისით 27-29 გრადუსის ფარგლებში იქნება.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×