რეზონანსი
01.09.2018

 (რეზონანსი) „ის ხმები, თითქოს გეშინოდეთ ზუგდიდის, არის ტყუილი" - ამის შესახებ, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა, სამეგრელოს რეგიონში, ქალაქ ზუგდიდში ამომრჩეველთან შეხვედრის დროს განაცხდა.

"დღევანდელი შეხვედრა არის ყველაზე უფრო თბილი, რაც მე მქონია სამეგრელოში და ის ხმები, რომ თითქოს გეშინოდეთ ზუგდიდის, არის ტყუილი. აქ განწყობები ყოველთვის არის სამაგალითო ყველა ეროვნული ინტერესების მქონე ადამიანების მიმართ", - განაცხდა სალომე ზურაბიშვილმა ზუგდიდში, სადაც ხელმოწერების შეგროვების კამპანიას აწარმოებდა.

მისი თქმით, მოსახლეობის განწყობა არის დადებითი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×