მარიამ კუპატაძე
01.09.2018

 (რეზონანსი) გამოქვეყნდა ინფორმაცია 2018 წელს ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხებისა და საგამოცდო ტესტის შეფასების შესახებ აპელაციის განხილვის საფასურის დაბრუნების თაობაზე.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფრომაციით, 2018 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ტესტის შეფასების შესახებ საპრეტენზიო განაცხადის განხილვის საფასურის ზედმეტად/შეცდომით გადახდილი და შეფასების შეცვლის (მომატება/დაკლების) შემთხვევაში გადახდილი საფასურის დაბრუნების თაობაზე განაცხადები მიიღება 2018 წლის 3 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით ქ.თბილისში - მინდელის ქ. N9, 10:00 სთ-დან - 18:00 სთ-მდე, რეგიონებში - საგანმანათლებლო რესურსცენტრებში.

განმცხადებელმა თან უნდა იქონიოს: პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი; ბანკის მიერ გაცემული საბანკო რეკვიზიტები, რომლებშიც მითითებული იქნება ბანკის კოდი, ანგარიშის ნომერი და ანგარიშის დასახელება; იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი სხვა პირია - კანონიერი წარმომადგენლის დამადასტურებელი დოკუმენტი.

იმ შემთხვევაში, თუ საპრეტენზიო განაცხადის განხილვის საფასური გადახდილია: საბანკო დაწესებულებაში ან ინტერნეტ ბანკინგის საშუალებით, საფასური დაბრუნდება მხოლოდ გადამხდელის ანგარიშზე; გადახდის შესაძლო სხვა საშუალებების (თვითმომსახურების ტერმინალისა ან ვებგვერდის) გამოყენებით, საფასური დაბრუნდება მხოლოდ აპლიკანტის ანგარიშზე.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში გამოცდის შედეგი 2 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაასაჩივრა.

27 906 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა.

სახელმწიფომ, საერთო ჯამში, 10 614 სტუდენტი დააფინანსა; სახელმწიფო სასწავლო გრანტი მოიპოვა 6 543-მა სტუდენტმა; სახელმწიფომ სრულად დააფინანსა 4 071 სტუდენტი.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს დაიწყო და 26 ივლისს, ფიზიკის გამოცდით დასრულდა. საქართველოში სულ 22 საგამოცდო ცენტრი ფუნქციონირებდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×