რეზონანსი
01.09.2018

 (რეზონანსი) საბერძნეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, საბერძნეთში დასავლეთ ნილოსის ვირუსის შედეგად, რომელიც კოღოს ნაკბენით გადადის, 17 ადამიანი დაიღუპა.

"ევრონიუსის" ცნობით, წელს, საბერძნეთში ვირუსით დაინფიცირების 130 შემთხვევა დაფიქსირდა.

"ვირუსის გავრცელება ადრეულად დაიწყო და უცებ გაიზარდა დაინფიცირების შემთხვევები. ბოლო 10 წელია თითქმის ყოველ ზაფხულს ცენტრალურ და სამხრეთ ევროპაში ამ ვირუსით დაინფიცირების შემთხვევები ფიქსირდება", - განმარტავენ დაავადებათა კონტროლის ცენტრში.

დასავლეთ ნილოსის ვირუსის სიმპტომებია ცხელება,თავის ტკივილი, დაღლილობის შეგრძნება, ღებინება და გულისრევა. თუმცა, დაახლოებით 80%-ს მათ შორის, ვინც ამ ვირუსით ინფიცირდება, არანაირი სიმპტომები არ აქვს.

როგორც საბერძნეთის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი აცხადებს, დასავლეთ ნილოსის ვირუსი ევროპაში დაინფიცირებული ფრინველების საშუალებით გავრცელდა, რომლებიც აფრიკიდან ჩაფრინდნენ ევროპაში.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×