(რეზონანსი) "პირველი რადიო" ავრცელებს "ქართული ოცნების" მიერ ჩატარებულ ბოლო შიდა სოციალური კვლევის შედეგებს, რომელიც მას პარტიიდან წყარომ მიაწოდა.
კვლევის შედეგების მიხედვით მონაცემები შემდეგია:
გრიგოლ ვაშაძე, გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშიას" საპრეზიდენტო კანდიდატი - 25.8 %
დავით ბაქრაძე, ევროპული საქართველოს საპრეზიდენტო კანდიდატი - 15%
სალომე ზურაბიშვილი, დამოუკიდებელი კანდიდატი - 12.8 %
შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი - 4.4 %
დავით უსუფაშვილი, შენების მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატი - 2.1%
შიდა გამოკითხვაში მონაწილეთა 33% პროცენტი კი საკუთარ არჩევანს არ ამბობს.
აღნიშნულ კვლევასთა დაკავშირებით "პირველი რადიოს" "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს, ხოლო დიმიტრი ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ მას ამ კვლევის შესახებ ინფორმაცია არ აქვს და შესაბამისად კომენტარსაც ვერ გააკეთებს.