რეზონანსი
01.09.2018

 (რეზონანსი) ქართული მართლმადიდებლური ეკლესია კონსტანტინე პოლის გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს. საუბარია უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხზე. თუმცა საპატრიაქროს წარმომადგენლი ირუმენ მიქალე ბრეგვაძე ამბობს, რომ ქართული მხარე ჯერ კონსტანტინეპოლის გადაწყვეტილებას დაელოდება, რათა ყველა ეკლესიასთან კონსესუსი შედგეს.

" კონსტანტინეპოლისისი ეკლესიის მიერ საკითხი დგას ასე, რადგან რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში 25 წლის წინ გაჩენილი სქიზმა ღრმავდება, იმისათვის, რომ ეს ჭრილობა განიკურნოს, მსოფლიო საპატრიარქო სთავაზობს რუსეთსა და სხვა მართლმადიდებელ ეკლესიებს საკმაოდ ეფექტურ გამოსავალს. საქართველოში ამ საკითის განსახილველად ჩამოსული იყვნენ კონსტატინეპოლის ეკლესიის წარმომადგენლები. შეხვედრაზე მისმა უწმინდესობა და საქართველსო ეკლესიის მღვდელმთავრებმა აღნიშნეს, რომ თუ კონსტანტინეპოლის ეკლესია მოახერხებს ეკლესიებს შორის არსებული უთანხოებების მოგვარებას, საქართველოს ეკლესია მხოლოდ მიესალმება უკრაინის ეკლესისი ავტოკეფალიის მინიჭებას და ეს იქნება ჩვენი ეკლესიის ზეიმი " - განაცხადა ირუმენ მიქალე ბრეგვაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×