რეზონანსი
01.09.2018

 (რეზონანსი) ურეკში, სასტუმრო „კოლხიდას" მიმდებარე ტერიტორიაზე, მაშველებმა სამი ადამიანი გადაარჩინეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

10 და 13 წლის მოზარდები, ასევე 21 წლის გოგონა, ზღვის სანაპიროდან რამდენიმე ათეულ მეტრში შევიდნენ და ძლიერი ტალღების გამო, ვეღარ ახერხებდნენ უკან გამოსვლას.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებათ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×