რეზონანსი
01.09.2018

 (რეზონანსი) პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი დღეს ხელმოწერების შეგროვების კამპანიის ფარგლებში, ზუგდიდში ჩავიდა, სადაც ის ადგილობრივ მოსახლეობას და მხარდამჭერებს გაესაუბრა.

„დღეს ზუგდიდში განწყობები არის ყველაზე უფრო თბილი, რაც მქონია სამეგრელოში და ის ხმები, რომ გეშინოდეთ ზუგდიდის, ეს ყველაფერი არის აბსოლუტურად ტყუილი. ძალიან კარგი განწყობა არის და ეს ყოველთვის ასე იყო. ზუგდიდის მიღება ყოველთვის იყო განსაკუთრებული. აქ არის ნდობა ნებისმიერი ეროვნული ადამიანის მიმართ და ამისთვის მე მადლობელი ვარ. დღევანდელი შეხვედრა იყო ხელმოწერებზე მუშაობა. სექტემბრის ბოლოს კიდევ ჩამოვალთ და ძალიან ბევრ საკითხზე ვისაუბრებ, როგორც საჭიროა", - თქვა ზურაბიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×