რეზონანსი
01.09.2018

 (რეზონანსი) ვაშინგტონის ეროვნულ კათედრალში ჯონ მაკკეინის პანაშვიდი მიმდინარეობს. შეერთებული შტატების ეროვნული გმირის ცხედარი ტაძარში კაპიტოლიუმის სასახლიდან საპატიო ყარაულის თანხლებით გადაასვენეს.

შეგახსენებთ, რომ დაკრძალვის ცერემონიაზე მთავარ გამოსამშვიდობებელ სიტყვას შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტები, ბარაკ ობამა და ჯორჯ ბუში, წარმოთქვამენ. სიტყვით გამოვლას გეგმავენ ჯონ მაკკეინის შვილი, მეგან მაკკეინი და ყოფილი სახელმწიფო მდივანი, ჰენრი კისინჯერიც.

ამერიკის ეროვნული გმირის ანდერძის თანახმად, დაკრძალვის ცერემონიას არ ესწრება პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. ტაძარში მისი ქალიშვილი, ივანკა ტრამპი და მისი მეუღლე, ჯარედ კუშნერი, იმყოფებიან.

დღევანდელი ცერემონიით შეერთებულ შტატებში ჯონ მაკკეინის ერთკვირიანი გლოვა დასრულდება. სენატორს ხვალ ანაპოლისში, სამხედრო-საზღვაო აკადემიის სასაფლაოზე, დაკრძალავენ. დახურული ცერემონია ვიწრო წრეში გაიმართება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×