რეზონანსი
01.09.2018

 (რეზონანსი) ცნობილმა ამერიკულმა ლიტერატურულმა ჟურნალმა, Words Without Borders-მასექტემბრის თვის მთელი ნომერი ქართულ ლიტერატურას მიუძღვნა. გამოცემამ გადაწყვეტილება ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსის გამო მიიღო.

ლიტერატურულმა ჟურნალმა ახალ ნომერში ექვსი თანამედროვე ქართველი ავტორი წარადგინა.

ესენი არიან: გელა ჩარკვიანი, ნაირა გელაშვილი, თეონა დოლენჯაშვილი, ლელა სამნიაშვილი, ბექა ქურხული და ირაკლი კაკაბაძე.

ქართველი ავტორების ნაწარმოებების პუბლიკაციების ფრაგმენტები გამოცემამ საგანგებოდ თარგმნა. თარგმანებს თან მწერლების ხმოვანი ჩანაწერებიც ახლავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×