(რეზონანსი) „სამოქალაქო მოძრაობა - ძალა ერთობაშია" ერთიან პოლიტიკურ საარჩევნო კოალიციად ყალიბდება.
შესაბამისი განცხადება დღეს გაერთიანებული ოპოზიციის წევრებმა გააკეთეს.
„ხმები ჩვენი დეზორგანიზების შესახებ გადაჭარბებულია და არა მხოლოდ გადაჭარბებულია, არამედ ყალბია.დღეს თქვენს წინაშე ვართ პატიოსანი, პასუხისმგებლობით აღსავსე პოლიტიკური ძალები, რომლებიც აღიარებენ საერთო ღირებულებებს და იმ უმთავრეს საჭიროებებს, რომელიც დგას ქართული სახელმწიფოს წინაშე. ეს ინტერესია ოლიგარქიული მმართველობის დასრულება და სახელმწიფოს დაბრუნება ხალხისათვის.
ჩვენ ეს ძალები და კიდევ სხვა ძალები, რომლებიც შემოუერთდებიან ჩვენს მმოძრაობას, მიზნად ვისახავთ საპრეზიდენტო არჩევნების კვალდაკვალ შევცვალოთ არსებული რეჟიმი ივანიშვილის.
საქართველოს პრეზიდენტის მიმდინარე და პარლამენტის უახლოეს არჩევნებზე „სამოქალაქო მოძრაობა - ძალა ერთობაშია" ყალიბდება ერთიან პოლიტიკურ საარჩევნო კოალიციად.პარლამენტის უახლოესი არჩევნებისათვის საარჩევნო სიის დაკომპელქტების წესს და პრინციპებს, ასევე საარჩევნო სიას იღებს და ამტკიცებს მოძრაობის მმართველი საბჭო, სრული შემადგენლობის 2/3-ი",-განაცხადა ნიკა მაჭუტაძემ.