რეზონანსი
01.09.2018

რა უნდა გაითვალისწინოს მოქალაქემ რომ ვიდეოჯარიმებთან დაკავშირებით პრობლემები არ შეექმნას, ამ და სხვა კითხვებს „ქრონიკის“ პირდაპირ ეთერში შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიზისა და რეფორმების სამმართველოს უფროსმა ბექა ლილუაშვილმა უპასუხა. ლილუაშვილის განცხადებით, ორ დღეში ვიდეოჯარიმების შესახებ ინფორმაციის მისაღებად1500-მდე მძღოლმა დააფიქსირა მონაცემთა ბაზაში საკუთარი ნომერი.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო იყენებს ოთხ სხვადასხვა საკომუნიკაციო არხს და ხუთამდე მცდელობას, რომ ინფორმაცია მიაწოდოს ავტომობილის მძღოლს.

თუ მოქალაქე შეიცვლის საცხოვრებელ მისამართს, ის ვალდებულია 6 თვეში ინფორმაცია შეცვალოს იუსტიციის სამინისტროს შესასაბამისს მონაცემთა ბაზაში. საიდანაც ჩვენ ვიღებთ ინფორმაციას, თუ რა მისამართზე უნდა გაიგზავნოს შეტყობინება.

გარდა ამისა, აუცილებელია, ტელეფონის ნომრის შეცვლის შემთხვევაში დარეკოს ჩვენს ცხელ ხაზზე 2 41 91 91 და ძველი ნომერი ჩაანაცვლოს ახლით",- განაცხადა ლილუაშვილმა.

მისივე განმარტებით, საკომუნიკაციო არხების გამოყენების და საჯარიმო ქვითრის ჩაუბარებლობის შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნებას ოფიციალურ ვებგვერდზე: www.police.ge.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×