რეზონანსი
01.09.2018

 პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორის ხათუნა ბარაბაძის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან “2020NEWS”-სს სანდო წყარომ დაადასტურა. მიუხედავად იმისა, რომ ბატიაშვილის უწყებაში ამ დრომდე ოფიციალური ინფორმაციის გაცემისგან თავს იკავებენ, ცნობილი გახდა, რომ პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორმა ხათუნა ბარაბაძემ თანამდებობა შვებულებიდან გამოსვლისთანავე, დაახლოებით ორი კვირის წინ, საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. იგი ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, მუდმივად ცდილობდა თანამდებობიდან წასვლას. მან გადადგომის შესახებ განცხადება 3-ჯერ დაწერა და სამეურვეო საბჭომ არც ერთხელ არ დააკმაყოფილა.

ბარაბაძისგან განსხვავებით, 51-ე სკოლის დირექტორი მანანა თურქაძე მის პასუხისმგებლობას ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიაში ვერ იაზრებს, რადგან ის ამ დრომდე რჩება თავის პოზიციაზე და თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.

“მისი თანამდებობდან გათავისუფლების საკითხი რამდენჯერმე იდგა დღის წესრიგში, მაგრამ ის დირექტორობიდან წასვლაზე უარს აცხადებს. ეტყობა საკუთარ პასუხისმგებლობას ვერ აცნობიერებს“, – განაცხადა  წყარომ.

როგორც საზოგადოებისათვის კარგად არის ცნობილი, 2017 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მოკლული ორივე მოზარდი – დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი 51-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები იყვნენ, ხოლო მკვლელობაში ბრალდებულები პირველი ექსპერიმენტულ სკოლაში სწავლობდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×