რეზონანსი
02.09.2018

 (რეზონანსი) ფოთში, ნინოშვილის უბანში ურთიერთშელაპარკების ნიაადაგზე, 60 წლის ქალი 84 წლის დედას ფიზიკურად გაუსწორდა. ინფორმაციას „აიპრესი" ავრცლებს.

დაზარალებულმა დახმარებისთვის მეზობლებს მიმართა და მათ 112-ში დარეკვა სთხოვა.

როგორც დაზარალებულმა განაცხადა, შვილი ნასვამ მდგომარეობაში იყო, მას ყავარჯენი წაართვა და ზურგის არეში რამდენჯერმე დაარტყა. მისი ჯამრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

60 წლის ქალი რ.მ ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიება 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×