რეზონანსი
02.09.2018

 (რეზონანსი) „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა გეისბუქზე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მვლელობის საქმეზე შემნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობას ეხმაურება და კომისიის ერთ-ერთ წევრს, „ქართული ოცნების" წარმომადგენელს მამუკა მდინარეს აკრიტიკიებს.

მისი თქმით, ის ცდილობს პარტიული იარლიყების მიწეპებით დამნაშავეები „გამოაძვრინოს".

„მილიიციიდან ქრთამის აღების გამო გაგდებულო ძაღლო" - მოგწონთ ასე დაძახება? მე - ცალსახად არა. ფორმალურ სიმართლეს არ აქვს მნიშვნელობა. ვინ მართალია, ვინ მტყუანი. საჯარაო პირებს თმენის ვალდებულება გვაქვს. უბრალოდ, უსინდიაობაა, როცა ამხელა ტრაგედიის გამოძიება დაგევალა და პარტიული იარლიყების მიწეპებით ცდილობ დამნაშავეები გამოაძვრინო. იყურეთ მუდმივად წარსულში, ამით თავად აქრობთ თქვენს ადგილს მომავალში. საზოგადოება მალე გაიგებს სრულ სიმართლეს ხორავას ქუჩის ტრაგედიის და ხელის დამფარებელთა შესახებ. მტკიცებულებებზე დაფუძნებული სიმართლე სიმართლეა და ის მწარეა ბევრისთვის და ტკბილი არავისთვის. ან როგორ შეიძლება აქ რამე ტკბილი იყოს!" - წერს გიგი უგულავა.

შეგახსენებთ, რომ მამუკა მდინარაძემ ფეისბუქზე სერგი კაპანაძის იმ მოწოდებასს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ის უმრავლესობის წევრებს მოუწოდებს კომისიის სხდომას შეურთდნენ.

 

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×