რეზონანსი
02.09.2018

 (რეზონანსი) ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ომალოში ჯირითის დროს ცხენიდან 33 წლის ტურისტი გადმოვარდა. მაია გულეურმა დაცემისას თავის მძიმე ტრავმა მიიღო.

„მაია გულეური საქართველოს მოქალაქეა, თუმცა ის დიდი ხანია გერმანიაში, ქალაქ მიუნხენში ცხოვრობს და ახლა თუშეთში იმყოფებოდა. შემთხვევა დღეს მოხდა. ცხენიდან გადმოვარდნის შემდეგ მან გონება დაკარგა. ოპერატიულად იქნა ვერტმფრენი გამოძახებული და მისი გადაყვანა უკვე მოხერხდა სამედიცინო დაწესებულებაში",- აღნიშნა ახმეტის მერიის წამომადგენელმა ლადო კახოიძემ „პირველ არხთან".

დაშავებული თუშეთიდან თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×