თამარ შუკვანი
02.09.2018

 ევროპაში საემიგრაციო კრიზისი ისევ მწვავდება. იზრდება ლტოლვილების რაოდენობა აფრიკიდან იტალიაში და ესპანეთში, ხოლო სირიიდან თურქეთში - ევროკავშირის კრიზისი გადაწყვეტის გზებს ეძებს. თუმცა წევრ ქვეყნებს შორისაც კი ჯერჯერობით ვერ ხერხდება კონსესუსის მიღწევა.

განსაკუთრებით რთულ ვითარებაში გერმანიაა, რომლისკენაც არალეგალ ემიგრანტთა ძირითადი ნაკადი მიემართება. ბერლინი ცდილობს, რომ პრობლემას მიგრანტთა გადანაწილების და მათი "შეკავების" ტაქტიკით უპასუხოს. თუმცა, დასავლეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობის გამწვავებამ შესაძლოა ვითარება კიდევ უფრო გაართულოს.

"თურქეთში სამი მილიონი ლტოლვილია და მათი რაოდენობა დღითიდღე მატულობს. როგორც სჩანს თურქეთ-ევროკავშირის ცუდი ურთიერთობის ფონს ესეც ემატება და ეს ყველაფერი ძირითადად აშინებს გერმანიას.

„სირიასა და ერაყში ლიბანში დაწყებულმა ფართომაშტაბიანმა სამოქალაქო ომმა და საერთოდ არსებულმა სიტუაციამ გამოიწვია მოსახლეობის დიდი რაოდენობით გარკვეული მასების გადაადგილება, რისთვისაც ევროკავშირი საერთოდ არ აღმოჩნდა მზად.

„ეს იყო მოულოდნელი მეხის დაცემა ევროკავშირის სახელმწიფოებისთვის და სერიოზული გეოპოლიტიკური გამოწვევა, რომლისთვისაც ევროკავშირი საერთოდ არ იყო მზარდ და არც დღეს არ არის მზად. ერთიანი პოზიციების შემუშავება, როგორ უნდა მოვუაროთ ამ პრობლემას, არც ეს არის გამოკვეთილი," - აღნიშნა სამხედრო ექსპერტმა ვახტანგ მაისაიამ, რომელიც თვლის, რომ თუ საქართველოს მიგრანტების მიღების საკითხი დაუდგა, ამ ყველაფრისთვის ჩვენი ქვეყანა ნამდვილად არ იქნება მზად, მისი მძიმე სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე.

„იმ შემთხვევაში თუკი საქართველოს მიგრანტების მიღების საკითხი დაუდგა, ეს ყველაფერი გარკვეულწილად შემუშავებული გვაქვს; ავჭალაში არსებობს სპეციალური ლტოლვილთა ადაპტაციის ცენტრი, სადაც საქართველოში მოქმედი გარკვეული არასამთავრობო ორგანიზაციები ამ მიმართულებით მუშაობენ, მაგრამ გააჩნია რამდენ კვოტაზე იქნება საუბარი და რამდენს გვთხოვენ, რომ მივიღოთ.

„საქართველოს მეტი ვალდებულება აქვს ამ მხრივ და შესაძლოა გვთხოვონ რამდენიმე ათასი მიგრანტის მიღება ჩვენ ტერიტორიაზე, რისთვისაც ევროკავშირი გამოყოფს ფინანსურ საშუალებებს. საქართველო შესაძლოა ვიყოთ ნახევრად ვალდებულნი, რადგან ჩვენ გვაქვს სპეციფიკური ურთიერთობები ევროკავშირთან.

„საქართველო ასეთი რაოდენობის მიგრანტების მიღებისთვის მზად არ არის, რადგან საქართველოში პოლიტიკური სისტემის ელემენტები არის მოშლილი, ეკონომიკური და სოციალური სიტუაციაც მძიმეა. ბევრი გაქცეულია და ასევე, მოსახლეობა, ვინც ქვეყანაში რჩება, თავქუდმოგლეჯილი გარბის.

„ბევრი ადამიანი მიდის ქვეყნიდან და იქ ითხოვენ დარჩენას. ამ სიაში მოხვდნენ ყოფილი პოლიტპატიმრებიც. იმ ადამიანების მდგომარეობა მძიმეა, ვინც დიდი დროს ციხეში გაატარა. მათ, ფაქტობრივად, ფინანსური საშუალებაც კი დაკარგეს.

„საქართველოში მესამე ტალღა დაიწყო იმისა, რომ მოსახლეობის საკმაოდ დიდი თემები აქედან წასვლას ლამობენ და ყველანაირად ცდილობენ, რომ წავიდნენ და იქ დარჩნენ. ამ ყველაფერმა კი უკვე მასობირივი ხასიათი მიიღო.

„საზოგადოების დამოკიდებულება ამ ყველაფრის მიმართ ნამდვილად არ იქნება პოზიტიური, რადგან თავად ქვეყანაში უმძიმესი ეკონომიკური, სოციალური და ფინანსური სიტუაცი არსებობს. ეკონომიკური განვითარების ტემპები ძალიან დაბალია და ამას ემატება სოციალური პრობლემების მთელი კასკადი," - განაცხადა ვახტანგ მაისააიმ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×